ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ მათში კაპიტალის ჩადება ჯერ კიდევ ღირს
“კონტრპროდუქტიული გზაა, როცა გინდა, რომ ეროვნულ დღესასწაულს გამოეყო და ამით თვითდამკვიდრებას ცდილობ, რა თქმა უნდა, ეს წამგებიანია, 26 მაისს თავადაც დარწმუნდებიან, რომ მათი ტაქტიკა და წინა ნაბიჯები წამგებიანი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას საკუთარი ძალების დემონსტრირება სურს.
„მათი გეგმა ვიცით, ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მივლენ. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციას სურს, რამენაირად, თავისი ძალების დემონსტრირება მოახდინოს. წამოცდენა ჰქონდათ, რომ მათი მიზანია, გარეთ დაითვალონ, რამდენი არიან. მათი მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ მათში კაპიტალის ჩადება ჯერ კიდევ ღირს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.