დნეპროპეტროვსკის ოლქის სკანდალური პროკურორი ნაგავში „აბანავეს“
დნეპროპეტროვსკში აქტივისტებმა, რომლებიც პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ, ოლქის პროკურორს რომან ფედიკს თავზე ნაგავი დააყარეს. აქტივისტები ფედიკის გადადგომას ითხოვდნენ და მასთან მიღებაზე მოხვედრას ცდილობდნენ. თუმცა დაცვა მათ არ უშვებდა. შედეგად, აქტივისტებმა კარი ჩაამტვრიეს და საოლქო პროკურორს თავზე ნაგავი დააყარეს.
შეგახსენებთ, ივლისში პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, რომ რომან ფედიკმა საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად გამოიყენა.