ზურაბ ჩიკვილაძე: „უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესში რედაქციული და შინაარსობრივი ცვლილებები შევიდა“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, მიმდინარე სხდომაზე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების მიერ ფართის მოძიების ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„განმარტებითი წესი საჭიროებს გარკვეული ცვლილებებს, რომელთა მიზანია, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების მიერ ფართის მოძიების პროცედურებისა და ვადების უკეთესად გამოკვეთა, გამგეობების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაზუსტება და წესის ისე ჩამოყალიბება, რომ რაც შეიძლება მოქნილი იყოს როგორც განმცხადებლის, ასევე სამსახურისთვის სამუშაო პროცესი. საწყის ეტაპზე მოქალაქეებისთვის 35 ათასი დოლარის ფარგლებში იყო თანხა გამოყოფილი, ხოლო ამ ეტაპზე თანხა გაიზარდა და 50 ათას დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ზურაბ ჩიკვილაძემ ასევე აღნიშნა, რომ წესში ხორციელდება როგორც რედაქციული, ასევე შინაარსობრივი ცვლილებები, რომლებიც ეხება უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის საჭირო კრიტერიუმებს, ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობას, საცხოვრისის მოძიების პროცედურისათვის განსაზღვრულ გონივრულ ვადას და ფართის მოძიების შემდეგ შუამდგომლობების გაგზავნას კონკრეტული ოჯახისთვის ფართის შესაძენად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები