ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდზე: დიდი ტყუილის მოშველიებით სურთ, რომ ფონს გავიდნენ

,,დიდი ტყუილის მოშველიებით სურთ, რომ გავიდნენ ფონს. ეს 14 მილიარდი არის, ევროკავშირის ტყუილში ჩართვის მცდელობა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვას ეხება.

მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის ტყუილის შესაღება სურს.

„წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის ვითარება ძალიან მძიმეა. ვხედავთ, რომ ქვეყანაში უწყვეტი ეკონომიკური ზრდაა და ქვეყანა ყველა მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს განიცდის. რთულია ამ ვითარებაში ოპოზიციამ რაიმე კონკრეტული შესთავაზოს საზოგადოებას. ამიტომ მიმართეს ნაცად ხერხს და დიდი ტყუილის მოშველიებით სურთ, რომ გავიდნენ ფონს. ეს 14 მილიარდი არის, ევროკავშირის ტყუილში ჩართვის მცდელობა. უნდათ რომ ეს დიდი ტყუილი, რომლის უკან ცენტიც არ დგას, საზოგადოებას შეასაღონ, როგორც რეალობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები