დონალდ ტრამპის უარის მიუხედავად, კამალა ჰარისის გუნდი მორიგი დებატების გამართვას ითხოვს
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ჰარისის გუნდმა დებატების ჩატარება მოითხოვა,- აღნიშნულის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ ვალდებული ვართ, ამომრჩევლებისთვის მორიგი დებატები ჩავატაროთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.