სოზარ სუბარი: ხალხის სიბრძნემ შეგვაძლებინა მშვიდობის შენარჩუნება

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დასავლური ორიენტაცია და ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია, ამიტომაც ჩვენ ვზოგავდით იმ პოლიტიკოსებს, იმ ძალებს, რომელთა მოთხოვნები პრაქტიკულად იყო ქვეყნის დანგრევისკენ მიმართული. ამიტომ ბევრ რამეს არ ვამბობდით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეთერთმეტე ნომერმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს მშვიდობის შენარჩუნება ბრძენმა ხალხმა შეაძლებინა.

„რაც ვთქვით, ის საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში, არამედ უზრუნველყოფილიყო ისეთი დიდი, გრძელვადიანი თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომლის პრეცედენტი არა თუ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, არამედ, ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო 4 წლის განმავლობაში და შემდეგი პროგნოზებიც ასეთი გვაქვს. აი, ამას მივაღწიეთ სწორედ იმითი, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და შევინარჩუნეთ ეს დაბალანსებული მიდგომა. ჩვენ რასაც არ ვამბობდით, ეს იყო კონკრეტული გვარი და სახელების დასახელება და ამას ახლაც არ გავაკეთებ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩამოსული იყვნენ ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნები, რომლებსაც შეხვედრა ჰქონდათ ჩვენი სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან და საუბრის დროს ასეთი თემა წამოიჭრა, რომ აი, რომ გვეუბნებოდით, რომ ომში უნდა ჩაერთოთ, რომ თქვენ გყავთ ძლიერი ჯარი, აბა როგორ გინდათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დღევანდელი გადასახედიდან ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდაო?! ჰო, როგორც ჩანს მაშინ ჩვენ ვცდებოდითო. ისინი ცდებოდნენ და არა მგონია ამ შეცდომის გამო ბოდიში მოეხადათ და საქართველო დღეს არ იქნებოდა. მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიბრძნემაც ჩვენ შეგვაძლებინა მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები