რატი იონათამიშვილი: განახლებულმა გუნდმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ოპოზიცია
“განახლებულმა გუნდმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ოპოზიცია და უკვე ჩანს, რომ ის არჩევანი, რაც არის ჩვენი, რომელიც ეფუძნება პატრიოტიზმს, პროფესიონალიზმს, პრინციპულობას და განახლებას არის დაცული და არის სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუნდი ქვეყნის წინსვლას და პროგრესს დააჩქარებს.
„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული არის წარმატებული ადამიანებით. ჩვენი საბოლოოდ წარმატება საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლისა და პროგრესისკენ უფრო დაჩქარებული და სტაბილური ტემპებით წაგვიყვანს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.