“პარტიის პირველმა ნომერმა პოლიტიკური ცელი გამოუსვა აბსოლუტურად ყველა დესტრუქციულ ოპონენტს” – კირცხალია
“პარტიის პირველმა ნომერმა პოლიტიკური ცელი გამოუსვა აბსოლუტურად ყველა დესტრუქციულ ოპონენტს და მათ ყველა სიას”, – აცხადებს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია “აჟიოტაჟსა და დაბნეულობაშია ჩავარდნილი”.
„რაც შეეხება არჩევნებს, 26 ოქტომბერს – აი, ნამდვილად უმნიშვნელოვანესზე და ნამდვილად რეფერენდუმზე, სადაც უამრავი ამომრჩეველი მოვა, რეალურად ქვეყნის ბედი წყდება, რეალურად ჩვენი დამოუკიდებლობის ბედი წყდება და წყდება ბედი მშვიდობასა და დესტრუქციასა და ომს შორის. პირდაპირ, ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. საზოგადოება ამ დესტრუქციულ ოპოზიციას საბოლოოდ ღირსეულ პასუხს გასცემს“, – აღნიშნა კირცხალიამ.