პაპუაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ყოველ ჯერზე ისინი პირადად დამარცხდნენ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ

“ჩვენ ვნახეთ, ამ პროცესის მიმართ  როგორი უსამართლო კრიტიკა მოდიოდა განსაკუთრებით უცხოეთიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ ვნახეთ ამ პროცესის მიმართ თუ როგორი უსამართლო კრიტიკა მოდიოდა განსაკუთრებით უცხოეთიდან. ცრუ ბრალდებები პროცესთან დაკავშირებით, თითქოს არ იყო გამჭვირვალე და არ იყო დამსახურებაზე დაყრდნობით. და შემდეგ ვხედავთ შედეგებს, ის სასამართლო, რომელსაც აკომპლექტებს იუსტიციის საბჭო თუ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი პროცედურებით, ეს სასამართლო ყველა დავას უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო სასამართლოებში. ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ყველა უცხოური ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი ელჩი ავრცელებდა საქართველოში, დონორი ავრცელებდა, „ენჯეოები“ ავრცელებდნენ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. „რუსთავი 2“-ის საქმე, „მელიას საქმე“, „სააკაშვილის საქმე“, „უგულავას საქმე“, „გვარამიას საქმე“ ყველა ამ საკითხზე, დღეს რომ ამ საარჩევნო კამპანიაში უცხოელები მონაწილეობენ გარედან, ზუსტად იგივე ადამიანები ცრუ ბრალდებებს ავრცელებდნენ სასამართლოს წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე ისინი პირადად დამარცხდნენ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები