პაპუაშვილი – “ლელოზე”: მათ ახლა უკვე ფურცელზე ჩამოწერეს საქართველოს ღალატის მტკიცებულებები

„ადამიანი, რომელმაც თავად თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა, ახლა რუსეთზე რომ რამეს ლაპარაკობს, ცალკე საკითხია. ჩვენ თაღლითებისგან რაიმე სიკეთეს არ უნდა ველოდოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ”ლელოს” მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

“ადამიანს, რომელსაც დადასტურებულად აქვს თაღლითობა ჩადენილი, პოლიტიკაში რომ არის და ხალხს სთხოვს მხარდაჭერას, აბსურდია. მას 640 ათასი აქვს საქართველოს ბიუჯეტისთვის დასაბრუნებელი, ხალხის ვალი აქვს. დააბრუნოს ეს და მერე განაცხადოს თავის პოლიტიკურ პრეტენზიებზე. ადამიანმა საკუთარი ბანკიდან 16 მილიონი გააქრო, შემდეგ მილიარდ ნახევარს ქართველ ხალხს სთხოვდა, რომ საკუთარ ჯიბეში ჩაედო და არბირტაჟმა თავისი ადგილი მიუჩინა, მას რომ პოლიტიკაზე აქვს პრეტენზია, ეს არის პრობლემა. აღმაშფოთებელია, როცა ილიას გეგმას უწოდებენ საქართველოს განადგურების, ომში შეყვანის და ეკონომიკური კოლაფსის გეგმას. ოთხი წლის წინ მარშალის გეგმა იყო, ახლა ილიას გეგმა დაარქვა, ოღონდ იგივე გადმოიტანა. მარშალი რატომღაც გახდა ჭავჭავაძე, ესეც უტიფარი თაღლითობის მაგალითებს გვაჩვენებს. მათ ახლა უკვე ფურცელზე ჩამოწერეს საქართველოს ღალატის მტკიცებულებები. წერია გეგმა, როგორ უნდა შეიყვანონ ომში ქვეყანა, გააღარიბონ გლეხები, ჩაკეტონ საზღვრები. ეს არის ქვეყნის ნგრევის, გაღატაკების და ომში შეყვანის რეცეპტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები