“ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ” – პაპუაშვილი

“ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, “ოპოზიცია სასოწარკვეთაში ჩავარდა, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია”.

“ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ შორის, გაუხარდათ, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ ოცეულში. გაუხარდათ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია და ესეც არის გზავნილი ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას, არ დარჩნენ სახლში, გამოვიდეს ყველა. 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესების მოქმედი ქვეყანა, თუ იქნება სხვა ხალხების, სხვა, უცხო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი, თუ იქნება ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციისგან, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებულია გარე ჯგუფს. ხედავთ, რომ ისინი საარჩევნო კამოანიასაც კი გარეთ ატარებენ და გარედან უტარებენ საარჩევნო კამპანიას. დღე არ გადის, რომ ვიღაცამ რაღაც არ თქვას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას თავისი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და რატომღაც, იცლიან, რომ ჩვენს ოპოზიციას სალაპარაკოდ თემები მისცენ“, – აღნიშნა  პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები