გურამ მაჭარაშვილი: სენატში ეკა გიგაურის გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს საქართველოში თავიანთი აგენტურა ჰყავთ
“ხალხის” ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.
“სენატში გიგაურის გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს საქართველოში თავიანთი აგენტურა ჰყავთ და წყარო „ენჯეო“ სექტორის ხალხი კი არ არის, ვისაც უნდა ხელისუფლება აირჩიოს, არამედ უცხოური ძალა. ერთი თვის წინ სენატსა და კონგრესში გამოსვლები ვნახეთ, როცა ოპოზიცია იყო ჩასული და გაუკუღმართებული ინფორმაციები მიაწოდეს. აქედან გამომდინარე, გიგაურის სენატში გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა უცხოური ძალების აგენტურის დადასტურების. გაცვდა გიგაური, გაცვდა უცხოური ძალა, შესაბამისად, საქართველო დგას იმ გზაზე, რასაც განვითარება ჰქვია. თუ არასწორი განცხადებები იქნება, ვერავითარი სენატი და კონგრესი ვეღარ იმოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას.