“წინასაარჩევნო, სრულიად განულებულ ოპოზიციურ ლიდერთა ჯგუფის მტკნარი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა” – “ოცნება” “ნაცმოძრაობის” მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას “ტყუილს” უწოდებს
“კიდევ ერთი მტკნარი, უტიფარი სიცრუეა. მათ ჩვეულ სტილში სცადეს საზოგადოების სიცრუეში შეყვანა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა და შეაფასა საკითხი, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა არ ნიშნავს 14 მილიარდი ევროს დახმარების მიღებას.
რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ საქართველოსთვის გაყინულია 14 მილიარდი, რომელიც ხელმისაწვდომი მოლაპარაკებების გახსნის მომენტშივე ხდება.
“საიდან, რომელი 14 მილიარდი, როგორც კი მოლაპარაკებები გაიხსნებაო. დაგვისახელოს ერთი ქვეყანა, სადაც მოლაპარაკებები გაიხსნა. ეს არის სრული აბსურდი, წინასაარჩევნო, სრულიად განულებულ ოპოზიციურ ლიდერთა ჯგუფის პირდაპირი მტკნარი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – განმარტავს კირცხალია.