თურქეთ – საბერძნეთის საზღვარზე 25 არალეგალი დააკავეს
თურქეთ – საბერძნეთის საზღვარზე, ევროპაში უკანონო გზით გადასვლის მცდელობისთვის 25 არალეგალი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან. ჟანდარმერიამ, მერიჩის, იპსალას, ენეზის და ლალაფაშას რაიონებისა და ქამილქოის, ელჩილის, ბუიუქისმალიჩესა და ბოსნაქოის ტერიტორიების გაკონტროლებისას, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში ეჭვმიტანილი – სირიის, მიანმარის, ავღანეთის, ეგვიპტისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა. არალეგალები ედირნეს უშიშროებაში უცხოელთა დეპარტამენტში გადაიყვანეს.
„კვირამ“ ეს ინფორმაცია საბარძნეთში საქართველოს საკონსულოში გადაამოწმა. საკონსულოში ამ დრომდე არ შესულა არანაირი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ. საქართველოს კონსულმა სალონიკში თორნიკე ბერეკაშვილმა ინფორმაცია საზღვარზეც გადაამოწმა, თუმცა, თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.