“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს თერჯოლასა და აბაშაში გაიმართება
რეგიონების მასშტაბით “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება.
ამჯერად, კონცერტებს თერჯოლა და აბაშა უმასპინძლებს.
მორიგი ღონისძიებები დღეს თერჯოლასა და აბაშაში გაიმართება. მმართველი პარტიის მხარდამჭერი ღონისძიებების გზავნილი უცვლელია – „კეთილდღეობით, მშვიდობითა და ღირსების დაცვით ევროპისკენ”.