ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ე.წ. ,,ლომის მთა” მოინახულეს.
“ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი; მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ბანაკი, 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და ახალგაზრდებმა სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები