“მთავარი ჩვენი ვალდებულება არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული დაპირებები ან შეხედულებები” – ყაველაშვილი

„მთავარი ჩვენი ვალდებულება არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული დაპირებები ან შეხედულებები”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE“ ისაუბრა.

“ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, რომ გაიწმინდოს ჩვენი პოლიტიკური ველი და შემოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური მოთხოვნის პარტიები თუ პიროვნებები, რომ გაჯანსაღდეს, გასუფთავდეს ეს პოლიტიკური ველი.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენო ქვეყნისთვის. ამიტომ არის გადასადგმელი ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, დროც სწორად არის შერჩეული. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენ საზოგადოებას, რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რა თქმა უნდა, მეცხრე არჩევნებია და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ძალა აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, მაგრამ როდესაც საუბარია მნიშვნელოვან პოსტულატებზე, რომელზეც თავიდანვე დავიწყე საუბარი, ამას სჭირდება გაერთიანება საქართველოსი“, – აღნიშნა  ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები