“3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი და სამივე არის “ნაცმოძრაობა” – მდინარაძე

“ლელოს” უბრალოდ ვაბრალებთ, რომ “ნაცები” არიან? “ლელოს” ლიდერები არიან თუ არა გასამართლებული თაღლითები, ისინი მოქმედებდნენ თუ არა “ნაცმოძრაობასთან” ერთად და ჩართულნი იყვნენ თუ არა რეკეტში? ტყუილია თუ მართალი? წითელი ხაზიაო, ახლა ამბობენ და გახარიაც აგინებს “ნაცმოძრაობას”, მაგრამ კოალიცია აქვს დალაგებული რამდენიმე მუნიციპალიტეტში, საკრებულოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში” ისაუბრა.

“მეთანხმებით, რომ დღეს ოპოზიციურ ველზე მონოპოლია აქვს “ნაცმოძრაობას”? 3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი – ერთი, – სამწუხაროდ, გარანტირებულად ლახავს “ნაცმოძრაობა” და ორმა შეიძლება გადალახოს, ან ვერ გადალახოს – ეს არის “ლელო” და “ახალი”. სამივე არის “ნაცმოძრაობა”. გახარიაზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან იმათ შანსიც არა აქვთ,” – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები