გიორგი ვოლსკი: რადიკალურ ოპოზიციაში გამოჩნდა ერთი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც არ აქვს სისხლის ლაქები
„მათში ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც დაკავშირებული არ ყოფილიყო ადამიანების ბედზე წიხლით გადავლით და სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ დანაშაულთან, რომელიც იმით დაგვირგვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ “დღის ქრონიკაში”, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“რადიკალური ოპოზიციის შორის გამოჩნდა ერთი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც არ აქვს სისხლის ლაქები, მაგრამ მისი რესურსი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეზიარა, იმავენაირად არის გათქვეფილი ამ ჯგუფში, როგორც ნებისმიერი სხვა – ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე ან ალეკო ელისაშვილი. ალეკო ელისაშვილსაც ნაკლები ბოროტება მიუძღვის ქვეყნის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რეალობაში გათქვეფას იგივე პლატფორმაზე აჰყავს, სადაც ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე იმყოფებიან“ , – აღნიშნა ვოლსკიმ.