“კეზერაშვილის კრიმინალურ თანხებს ამოფარებული ოპოზიცია მათ კრებით ღირებულებებს წარმოადგენს და ისინიც თანამზრახველები არიან იმ დანაშაულში, რომელიც კეზერაშვილს აქვს ჩადენილი” – იონათამიშვილი

“ცხადია, კეზერაშვილის კრიმინალურ თანხებს ამოფარებული ოპოზიცია მათ კრებით ღირებულებებს წარმოადგენს და ისინიც თანამზრახველები არიან იმ დანაშაულში, რომელიც კეზერაშვილს აქვს ჩადენილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

“სირცხვილია, როდესაც ადამიანი ამწარებს ევროპელ პენსიონერებს და შემდეგ მას ევროპაში ტურისტის სტატუსი აქვს. ამ ქვეყნებმა, რომელიც დღეს საერთაშორისო დამნაშავეს ასე თავისუფლად ამოგზაურებენ, პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს უნდა გასცენ პასუხები, იმ პენსიონერებს, რომელთა გაძარცვასაც როგორც ჩანს ისინი ამ ადამიანს პატიობენ. რატომ და რისთვის პატიობენ, ამაზე ჩვენს საზოგადოებას აქვს კონკრეტული პასუხი – იმიტომ, რომ ის არის რადიკალიზაციისა და რადიკალური ოპოზიციის სპონსორი ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები