ტრამპი – ჰარისთან დებატებზე: ეს ჩემი საუკეთესო დებატები იყო

ეს ჩემი საუკეთესო დებატები იყო,- ასე შეაფასა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან გამართული საპრეზიდენტო დებატები.

„მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და ამით ვკარგავ ან ვიღებ ხმებს. ეს არ მადარდებს, მაგრამ ეს იყო ჩემი საუკეთესო დებატები. ვფიქრობ, ის ძალიან სუსტი იყო საგარეო პოლიტიკაში და საზღვრის საკითხებში, ამიტომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დებატები „ეიბისის“ ეთერში გადაიცემოდა და ის 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები