ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი მანქანა ინგლისელების აზრით

AUTO BILD-ის ინგლისურმა ლიცენზირებულმა ვერსიამ, ჟურნალმა AUTO EXPRESS-მა თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და ამ გამოკითხვის შედეგად ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი ავტომობილი გამოავლინა. მკითხველები ჟურნალის რედაქციას ათეულის თავიანთ ვერსიებს უგზავნიდნენ. დიზაინი, ტექნიკა, ხარისხი – მნიშვნელობა ნებისმიერ კრიტერიუმს ენიჭებოდა.

Auto Bild

ქვემოთ გაეცნობით ათეულს, რომელიც გამოკითხვის შედეგად შედგა – სიაში ბევრ ნაცნობ და უცნობ ავტომობილს აღმოაჩენთ. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ყველაზე ცუდი ავტომობილების ათეულში არცერთი გერმანული მანქანა არ მოახვედრეს.

პირველი ადგილი: Ssangyong Rodius (პირველი თაობა)

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”ეს ავტომობილი უნიჭოდ შესრულებულ ”კატაფალკას” ჰგავს”

მეორე ადგილი: ელექტრომობილი G-Wiz

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”ძალიან ნელია, უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და საზარლად გამოიყურება”

მესამე ადგილი: Chrysler PT Cruiser

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”საშინელი დიზაინი. ეს გასართობი მანქანა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერავინ გაართო”

მეოთხე ადგილი: FSO Polonez

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”ყველანაირად ძალიან იაფფასიანია და საშინლად დადის.”

მეხუთე ადგილი: Rover CityRover

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”სრული კატასტროფა”

მეექვსე ადგილი: Mitsubishi Mirage (Space Star)

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”ცუდი მანევრულობა და არანაირი სიამოვნება მართვისას. იაფიც კი არ ღირს…”

მეშვიდე ადგილი: Suzuki X-90

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”თავღია მინი-SUV ორი ადგილით. ეს ვინმეს სჭირდება? რა თქმა უნდა, არა!”

მერვე ადგილი: Morris Marina

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”საშინელი ხარისხი და მართვის მახასიათებლები. თანაც, საზარლად გამოიყურება.”

მეცხრე ადგილი: Lada Riva/Nova/VAZ-2105/VAZ-2107

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: “მანქანა დადის და ეს არის ერთადერთი პოზიტიური რამ, რაც ამ ავტომობილზე შეიძლება ითქვას.”
ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ ამ მოდელს ინგლისში სწორედ ”ლადა რივას” სახელით იცნობენ.

მე-10 ადგილი: Austin Allegro

Auto Bild
ინგლისელების არგუმენტი: ”რაც კი ბრიტანულ ავტოწარმოებაში შეცდომები დაშვებულა, ყველა შეცდომამ ამ მანქანაში მოიყარა თავი

წყარო: www.autobild.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები