გიორგი შარაბიძე: მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობის და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებების მიხედვით

“მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობის და ნეიტრალიტეტის და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებების მიხედვით”, – ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 560-ვე აპლიკანტი „ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

„ამ განცხადებებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა მართალი. მეტიც, ჩვენ ახლა ვნახავთ ე.წ. კვლევებს, სადაც აღმოჩნდება, რომ ადამიანები არიან დასაქმებულები, პედაგოგები, ვიღაცის ნათესავები, თითქოს,ეს კანონდარღვევა ან რაიმე დანაშაული იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმის და ნეიტრალიტეტის და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებების მიხედვით, მით უმეტეს, როცა ჯერ არდაწყებულ საქმიანობაზე ჩვენ ვხედავთ სტიგმატიზაციისა და ბულინგის მცდელობას“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები