არჩილ გორდულაძე: ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით

“ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ პარტიის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ამორალურ ქმედებებზეა გადასული.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გამომდინარე იქიდან, რომ აღარ აქვს ბერკეტები და შესაძლებლობა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით – იარაღის თუ სხვა საშუალების გამოყენებით დახოცოს ადამიანები ქუჩაში, ახლა გადასულია კიდევ უფრო ამორალურ ქმედებებზე – სიტყვით ისე ძალადობენ ადამიანებზე, რომ ტრაგიკული შედეგი მივიღეთ. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს. ცალსახაა, რომ ის ფაშისტური კამპანია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება, კლავს, პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, “იმედის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრ ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები