კახა კალაძე: დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, დავოსში განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, იქ პრემიერის ყოფნაა მნიშვნელოვანი.
“ეს თემა არ არის აქტუალური, თუ ვინ უნდა წავიდეს დავოსში, მე ვფიქრობ, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი. თქვენ იცით, რომ მთავრობის მეთაური გახლავთ პრემიერ-მინისტრი და იმ საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც დავოსში იქნება განხილული, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის იქ ყოფნა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები