გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე საქართველოში დღეს, 21:50 საათზე დაბრუნდებიან
“გამოხატული ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 3 სექტემბერს, 21:50 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდებიან ოქროს მედლის მფლობელი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე”, – ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“შეგახსენებთ, რომ სადებიუტო პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
ასევე, სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.
მედალოსნებთან ერთად, სამშობლოში პარატაეკვონდოსა და პარამძლეოსნობის ნაკრები წევრები დაბრუნდებიან”, – წერია ინფორმაციაში.