“ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა“ – ოთარ კიტეიშვილი

„განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

“მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები