არჩილ გორდულაძე – ოპოზიციაზე: ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მათი პატრონების დავალებით, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ

“რეალურად ოპოზიცია არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაციაა.

„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მათი პატრონების დავალებით, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, რადგან როგორც „ქართული ოცნება“ ასევე ქართველი ხალხი იქნება ერთად, მყარად ორ ფეხზე – ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ინტერესები, ჩვენი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, მშვიდობით“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები