ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება გადახდილი თანხა – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

შესაბამის ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 29 აგვისტოს 15:00 საათიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები