რუსეთ – ბელორუსის საზღვარზე ორი ქართველი დააკავეს

   რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლოგდის სასამართლოს წინაშე საქართველოს ორი მოქალაქე წარდგება. დაკავებულ ქართველებს ბრალად ედებათ რუსეთ-ბელორუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთა. 2013 წლის სექტემბერში გ. რიჟამაძემ და ლ. საღინაშვილმა ბელორუსიდან რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა მოახერხეს. ისინი ვოლოგდაში სამუშაოს საძებრად ჩავიდნენ. თუმცა, ისინი ერთ-ერთი საპასპორტო შემოწმებისას, საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ძიების ვერსიით, ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ავტომანქანით შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები