“ეს ომია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ” – ისრაელ კაცი
ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ოთხ დასახლებაში ტანკებით შევიდა.
შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხედრო იერიშის დროს, სულ მცირე, 11 პალესტინელი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა ჯენინისა და თულქარმის საავადმყოფოები დაიკავეს; ამას გარდა, ისინი ნაბლუსსა და ტუბასშიც შენიშნეს.
“ეს ომია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ”, – აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი.