“ეჭვი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ველზე უნდათ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის შემოთრევა“ – ვოლსკი

„საკონსტიტუციო სასამართლოზე მიტანილმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო და პირიქით, პრეზიდენტმა აღიარა კიდეც, რომ ასეთი სტრუქტურა არსებობს, როგორიც არის კანონიერი, კომპეტენტური საკონსტიტუციო სასამართლო და მიმართავს მას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

“სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომ როგორმე ეს საკონსტიტუციო სასამართლო მუდმივად ამყოფოს რაღაც აბსურდული საკითხების განხილვაში, რომლის გადაწყვეტილება, შეიძლება იმ მოსაზრების საწინააღმდეგო იყოს, რომ გამჭვირვალობა არაევროპული სტანდარტია. დიდი ალბათობით, ასეთი გადაწყვეტილება იქნება და ეს კიდევ მისცემს საშუალებას ამ პოლიტიკური შეტევისათვის პრეზიდენტს. თორემ არ არსებობს ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი თავისი ალოგიკურობით, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თითქოს გამჭვირვალობა არაევროპული და არადემოკრატიული სტანდარტი იყოს. აქედან გამომდინარე, ეჭვი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ველზე უნდათ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის შემოთრევა“, – აღნიშნა ვოლსკიმ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები