“ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს” – ვოლსკი

“ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

“მე მაინც მგონია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს იმისთვის, რომ შემდეგ ისაუბრონ ამ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არაფერი გამჭვირვალობაში ანტიევროპული არ არის და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი კანონია მიღებული. ამაში არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი და არც ფინანსური პრობლემა არ არის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები თავის ანგარიშს წარუდგენენ ხალხს – რა ფულს იღებენ და რა პროგრამაში ხარჯავენ. ანუ, ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, რომ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. რა საკვირველია, წინასწარ ვერავინ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა არგუმენტი ექნება მოსარჩლე მხარეს, მაგრამ მოპასუხე მხარეს ერთადერთი, მოკლე არგუმენტი აქვს, რომ არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის. პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია და არ მგონია, რომ რაიმე ან პოლიტიკური, ან სამართლებრივი არსებობს მსოფლიოში, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება“, – განაცხადა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები