„ქართული ოცნების” მხარდაჭერა უნდა გარდაისახოს კონკრეტულ შედეგში” – ოდიშარია

„გამოწვევები და ეს საომარი ხაზი გადის სწორედ ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, ოჯახური ღირებულებების, ქართული ტრადიციების გადარჩენაზე, ლგბტ პროპაგანდის აგრესიული ნარატივის აკრძალვაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.

“ამ ყველაფრის შესრულება გამორიცხულია, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, რაც უნდა გარდაისახოს კონკრეტულ შედეგში, რასაც ჩვენ ველით კიდეც – ეს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები