გიორგი ჩაკვეტაძე: ლევან ცუცქირიძე უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ პოლიტიკური პარტიის წევრია

“ლევან ცუცქირიძე უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ პოლიტიკური პარტიის წევრია”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

ჩაკვეტაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვნახეთ პროცესი, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ როგორმე ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფინანსები არ ყოფილიყო საჯარო. ლევან ცუცქირიძე მოგვევლინა, როგორც დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, ის რეალურად არის „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ამას ემსახურება ის, რომ ვიცოდეთ ეს ფინანსები საიდან აქვს, რა პროექტებს ახორციელებს. თუკი საერთაშორისო ფინანსებით ახორციელებს პოლიტიკურ აქტივობას, ეს არის კანონმდებლობით აკრძალული და მოვუწოდებ მას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს სჭირდება, აუცილებლად მიაწოდოს. უნდა ჩამოყალიბდეს – არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ პოლიტიკური პარტიის წევრია“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები