ალექსანდრ სირსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში 594 რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს
კურსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ 594 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, რუსეთი იძულებული გახდა, 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე კურსკის მიმართულებით გადაეყვანა.
”რა თქმა უნდა, კურსკის ოპერაციამ გადაიტანა რუსის ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე განლაგებულია დაახლოებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ეს მაჩვენებელი იზრდება”, – განაცხადა სირსკიმ.
მთავარსარდალმა აღიარა, რომ კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო მნიშვნელოვანი რუსული ძალების სხვა მიმართულებებიდან, პირველ რიგში, პოკროვსკისა და კურახოვსკიდან გადაყვანა.