არაბთა გაერთიანებული საამიროები საფრანგეთისგან ითხოვს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვთან წვდომა ჰქონდეს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ითხოვს, რომ პაველ დუროვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, საჭირო საკონსულო მომსახურებაზე წვდომა ჰქონდეს,- ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების წარმომადგენელმა, აფრა ალ-ჰამელიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ცნობილია, პაველ დუროვს, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტიც აქვს.

“არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ინტერესების დაცვა და მხარდაჭერის ყველა ასპექტის უზრუნველყოფა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ დუროვის პატიმრობის ვადა 28 აგვისტომდე გაახანგრძლივა. წინასწარი მონაცემებით, გამოძიება 12 სავარაუდო დანაშაულზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები