ჯო ბაიდენი უკრაინას რუსეთის მიერ განადგურებული ენერგოსისტემის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინას ოკუპანტების მიერ განადგურებული ენერგოსისტემის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა,- ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა დაგმო და დასძინა, რომ ამერიკა კიევს ენერგოაღჭურვილობას მიაწვდის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინას კვლავაც დაეხმარებიან რუსული აგრესიის მოგერიებაში.

“როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი 23 აგვისტოს, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. უკრაინა რჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერად და უკრაინული ძალები ყოველდღე იბრძვიან საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად. შეერთებული შტატები უკრაინის ხალხის გვერდით იქნება, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ”,- განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები