ალასკაზე მეწყერი ჩამოწვა – დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი
ალასკაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა,- ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ქალაქ კეტჩიკანში მიწის გიგანტური მასის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მეწყერმა ახლომდებარე ტერიტორიაზე ათობით საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქალაქს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის ზონაში მეწყრის განმეორებით ჩამოწოლის მაღალი რისკი არსებობს.