უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობენ, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ არხზე წერს.
“გაჩნდა ინფორმაცია, რომ მტერი ბელგოროდის რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება საზღვარზე კვლავ რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ასრულებენ. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს”,- წერს გუბერნატორი.