კალიფორნიაში მოთოვა
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ზაფხულისთვის უჩვეულო მოვლენა დაფიქსირდა – პოპულარულ სათხილამურო კურორტზე, ტაჰოს ტბაზე, თოვლი მოვიდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ეს 2004 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ტბაზე აგვისტოში მოთოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ტბაზე მზიანი ამინდი და სიცხე იყო.