გერმანია აფრიკას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 “მაიმუნის ყვავილის” ვაქცინის დოზას გასცემს
გერმანია 100,000 mpox (მაიმუნის ყვავილი) ვაქცინის დოზას თავისი სამხედრო მარაგიდან აფრიკას გადასცემს, რათა დაეხმაროს მოკლევადიან პერსპექტივაში აფრიკის კონტინენტზე ეპიდემიის შეკავებას,- ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა განაცხადა.
“მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაწვდის მოქნილ ფინანსურ რესურსებს სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით mpox-თან საბრძოლველად და ასევე, მხარს დაუჭერს მის პარტნიორებს აფრიკაში ვაქცინაციის ალიანსის მეშვეობით”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიას Jynneos-ის დაახლოებით 117 000 დოზა აქვს, რომელსაც გერმანული არმია 2022 წლიდან აგროვებს.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ mpox გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც კონგოს რესპუბლიკაში არსებული ვირუსი მეზობელ ქვეყნებში გავრცელდა და ვირუსის ახალმა ფორმამ, clade-მა სწრაფად გავრცელების გამო, შეშფოთება გამოიწვია.