რუსებმა უკრაინას 10 რაკეტით და 81 დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა 65 სამიზნე ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ სხვადასხვა ტიპის 10 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 81 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეშჩუკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა 5 ფრთოსანი რაკეტა და 60 დრონი გაანადგურეს.

მისი თქმით, საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა ქვეყნის ოლქების უმეტესობაში: კიევის, ხმელნიცკის, რივნეს, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები