“რადიკალური ოპოზიციის მხარე იყენებს ენჯეო სექტორს და ახდენს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის უკანონო და არალეგალურ დაფინანსებას, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის აკრძალული” – მათიკაშვილი

“პოლიტიკური ძალები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის მხარე, იყენებენ ენჯეო სექტორს და ახდენენ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის უკანონო და არალეგალურ დაფინანსებას, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის აკრძალული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ლელოსთან” დაკავშირებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, იყენებენ საქართველოს ფარგლებს გარედან შემოდინებულ სახსრებს. ისინი ახორციელებენ პოლიტიკური პროცესის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, რომელიც იყო გაცხადებული და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს იყო აკრძალული.

სახეზეა თაღლითობის სავარაუდო ფაქტი, თაღლითი “ლელოს” ხაზარაძე ჯაფარიძეც რაღაც მსგავსი პრინციპით იკრებს საზოგადოებას მის გარშემო”, – აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს. მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები კი შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები