ბულგარეთში მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

ბულგარეთში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება,- ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიტიკური პარტიები კოალიციურ მთავრობაზე ვერ შეთანხმდნენ.

მან აგრეთვე მეორე ბრძანებულებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც, დროებითი ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი იქნება.

რადევის თქმით, დღეს ბულგარეთის პარლამენტში, დიმიტარ გლავჩევის ხელმძღვანელობით, დროებითი მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა ფიცს დადებს, რათა ქვეყანა არჩევნებამდე წარმართოს.

როგორც ცნობილია, ბულგარეთში 2021 წლიდან პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანაში ექვსი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება დღემდე ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები