გერმანიის კანცლერი არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა

ქალაქ ზოლინგენში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გერმანიის კანცლერი არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოლაფ შოლცი ტრაგედიის ადგილზე მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ არალეგალთა დეპორტაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

„უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს უფლება დარჩეს გერმანიაში“, – აღნიშნა შოლცმა.

ხელისუფლება ეჭვმიტანილი თავდამსხმელის ბულგარეთში დეპორტაციას გასულ წელს გეგმავდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან მამაკაცი თავის ლტოლვილთა საცხოვრებელში არ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, 723 აგვისტოს ზოლინგენში თავდასხმის შედეგად, რომელშიც 26 წლის სირიელია ეჭვმიტანილი, 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი გერმანიიდან ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა ყოფილიყო დეპორტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები