იაპონიამ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დაგმო

ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევა არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის პირველი დადასტურებული შეჭრა იაპონიის საჰაერო სივრცეში.

„თავს ვიკავებთ გავცეთ ცალსახა პასუხი ჩინური თვითმფრინავის მოქმედების მიზანთან დაკავშირებით, თუმცა, ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები იაპონიის მახლობლად ფართოვდება და უფრო აქტიური ხდება. მთავრობა გააგრძელებს ჩინეთის სამხედრო აქტივობებზე ყურადღებით დაკვირვებას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას სიფხიზლისა და საჰაერო სივრცის დარღვევის საწინააღმდეგო ზომების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები