მაგიდის ჩოგბურთის ჩრდილოეთ კორეელ ჩემპიონებს, მეტოქეებთან ოლიმპიადის სელფში ღიმილის გამო, სასჯელი ემუქრებათ
მაგიდის ჩოგბურთის ჩრდილოეთ კორეის ჩემპიონებს სასჯელი ემუქრებათ მეტოქეებთან ოლიმპიადის სელფში ღიმილის გამო,- ამის შესახებ New York Post წერს.
ჩრდილოეთ კორეის მაგიდის ჩოგბურთის ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სელფი გადაიღეს, ღიმილის გამო, შესაძლოა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელ სპორტსმენებს მიეცათ სპეციალური ინსტრუქციები, რომ ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეელებთან ან სხვა უცხოელ სპორტსმენებთან არ ეკონტაქტათ.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სპორტსმენების გაღიმებულ სახეებში იდეოლოგიური დივერსია აღმოაჩინა.
როგორც გამოცემა იუწყება, სპორტის სამინისტრო “იდეოლოგიურ ექსპერტიზას“ ჩაატარებს და გადაწყვეტს, როგორ დასაჯოს სპორტსმენები.