სუდანის კაშხლის ჩამონგრევას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში კაშხლის ჩამონგრევას, სულ მცირე 30, ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ გაერო ორშაბათს ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს.

გაეროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, ბევრად მეტი იყოს.

კაშხლის ჩამონგრევის შედეგად განადგურდა 20 სოფელი. 50 000-მდე საცხოვრებელი სახლი კი დაინგრა ან დაზიანდა.

გაეროს განცხადებით, არბაატის კაშხალი წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქის, პორტ-სუდანის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მთავარი წყაროა. კაშხლის დაზიანება დასახლებაში წყლის მიწოდების სერიოზულ პრობლემას შექმნის და ქვეყანაში, სადაც თვეებია, შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები