გორში, ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა

გორში, ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა. სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა,- ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

“პროექტის სავარაუდო ღირებულება 199 990 ლარია. პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები